პროექტი „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ – განაცხადების მიღება დაიწყო:
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს – „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეების მოღვაწეობის წარმოჩენა და დაფასება, რომლებმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის, კულტურისა, თუ სხვა სფეროში და ამ გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ საქართველოს პოპულარიზაციაში.
2024 წელს პროექტის ფარგლებში უკვე მეხუთედ მოხდება განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა გამოვლენა და მათი დამსახურების წარმოჩენა. პროგრამის კრიტერიუმების თანახმად, მაღალპროფილური დიასპორის ნომინირების საშუალება თავად დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ შემდეგ კატეგორიებში:
• მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის
• ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის
• საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
• სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის
• წლის დიასპორელი სპორტსმენი
• საქართველოს უცხოელი მეგობარი
• სპეციალური პრიზი
გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური ჯილდო, რომელიც განასახიერებს ეროვნული საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ქ. თბილისში.
ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 19 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
შევსებული ნომინაციის განაცხადის ფორმა უნდა გადაგზავნოთ შემდეგიელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
სრული ინფორმაცია და ნომინანტის წარსადგენად შესავსები ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.”
წყარო: საქართველოს საქარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი