“წელს, პირველად ქართულ ღვინოს წარვადგენ Merano wine festival-ზე ელჩის სახელით” – საკუთარ წარმატებას გვიზიარებს იტალიაში მცხოვრები ქართველი სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილი.
“უდიდესი პასუხისმგებლობაა გახდე ქართული ღვინის ელჩი უცხო მიწაზე!
მადლობა დაფასებისა და ნდობისათვის.
წელს, პირველად ქართულ ღვინოს წარვადგენ Merano wine festival ზე ელჩის სახელით, სადაც არა მარტო მთავარ სადეგუსტაციო დარბაზში იქნება ქართული ღვინის სტენდები არამედ Ambassador lounge თავად დაგხვდებით და მოგიყვებით კიდევ ერთხელ ჩვენი უნიკალური ქვეყნისა და ღვინის შესახებ!
წელს ქართულ ღვინოს კიდევ უფრო სხვა თვალით დაგანახებთ. 8-11 ნოემბერი, მნიშვნელოვანი დღეებია!” – გვიზიარებს თამარ ჭიჭიბოშვილი.
ცნობისათვის: თამარ ჭიჭიბოშვილი რომის სომელიეთა ასოციაციის წევრია და იტალიაში 2012 წლიდან ცხოვრობს. სომელიეს პროფესიას „Associazione romana sommelier“-ს აკადემიაში დაეუფლა 2019-2021წწ. კურსზე ერთადერთი ქართველი იყო. აკადემიის დასრულების შემდეგ, ასოციაციაში სთხოვეს მათთან დარჩენილიყო და დღესდღეობით პირველი ქართველი დიპლომირებული და მოქმედი სომელიეა იტალიაში. პარალელურად, პატარა მარნების, ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას ეწევა, როგორც ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი. ის არის არაერთი დეგუსტაციის ორგანიზატორი, მათ შორის, რამდენიმე საერთაშორისო დეგუსტაციის თანაორგანიზატორია, ასევე წარმოადგენს ქართული ღვინის იმპორტიორ კომპანიას იტალიის ყველა რეგიონში.