ვის აქვს უფლება მოითხოვოს ოჯახის გამთლიანება – ricongiungimento familiare?
ოჯახის გამთლიანების პროცედურა, შეუძლია წამოიწყოს იტალიაში ლეგალურად
მცხოვრებმა ყველა უცხოელმა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებსა და
რეკვიზიტებს, რომლებსაც სტატიაში განვიხილავთ.
პირს უფლება აქვს დაიმატოს ოჯახის წევრი ბინადრობის ნებართვაზე, რომელიც
გაცემულია შემდეგი მოტივებით:
● დაქვემდებარებული სამუშაო/lavoro subbordinato
● თვითდასაქმება/lavoro autonomo
● პოლიტიკური თავშესაფარი/asilo politico
● სწავლა/studio
● რელიგიური მოტივი/motivi religiosi
● ოჯახური მიზეზები/motivi di famiglia
რა გვჭირდება იმისთვის, რომ დავიმატოთ ოჯახის წევრი?
- საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(idoneità allogiativa), რომელსაც გასცემს, ადგილობრივი მერია (comune). - საკმარისი წლიური შემოსავალი (reddito).
განმცხადებლის წლიური შემოსავალი უნდა იყოს:
ოჯახის 1 წევრის დამატების შემთხვევაში, მინიმუმ – 10.420,99 ევრო;
2 წევრი – 13.894,65;
3 წევრი – 17.368,31;
4 წევრი – 20.841,97;
5 წევრი – 22.898,78;
შენიშვნა: მაგრამ 13.085,02 წლიური შემოსავლით შესაძლებელია 2/3/4/5…
არასრულწლოვანის დამატება, თუ ისინი 14 წელს მიუღწეველნი არიან.
ოჯახის რომელი წევრებისთვის არის შესაძლებელი ოჯახის გაერთიანების
მოთხოვნა?
- მეუღლე, რომელთანაც იმყოფებით კანონიერ ქორწინებაში;
- არასრულწლოვანი შვილების, მათ შორის ქორწინების გარეშე დაბადებული (ამ
შემთხვევაში საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა); - არასრულწლოვნის, რომელიც შვილად არის აყვანილი, ან არიან თქვენი
მეურვეობის ქვეშ; - სრულწლოვანი შვილები თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რაც განისაზღვრება სრული (100%) ინვალიდობით;
- 65 წელს გადაცილებული მშობლები, თუ მათ არ ჰყავთ სხვა შვილები, ან ისინი
არ ცხოვრობენ საქართველოში, ან ფიზიკური ჯანმრთელობის გამო ვერ
უზრუნველყოფენ მშობლების დახმარებას.
რა საბუთები იგზავნება ოჯახის გამთლიანების განაცხადის გასაკეთებლად?
- განმცხადებლის პასპორტის ყველა გვერდის ასლი, სადაც მითითებულია
ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია;. - ბინადრობის ნებართვის ასლი (ვადის გასვლის შემთხვევაში განახლების
ქვითარი (ricevuta di rinnovo)); - ფისკალური კოდი (codice fiscale);
- განმცხადებლის ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი მოწმობა,
რომელსაც გასცემს ადგილობრივი მერია (comune).
ოჯახში დასაქმებული პირისთვის დამატებით აუცილებელია:
- ბოლო საშემოსავლო დეკლარაცია CUD;
- შრომითი ხელშეკრულება (contratto di lavoro/lettera di assunzione);
- ბოლო 3 თვის ყოველთვიური სახელფასო ამონაწერი (busta paga);
- დამსაქმებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მის მიერ
ხელმოწერილი; - INPS-ში დარეგისტრირებული შრომითი ხელშეკრულება.
თუ იმყოფებით ქირით…
- ქირავნობის რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომელსაც განაცხადის შეტანის
მომენტში, მინიმუმ 6 თვის ვადა უნდა ჰქონდეს დარჩენილი; - საცხოვრებლის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (Idoneità
alloggiativa); - ბინის მესაკუთრის თანხმობა;
- ბინის მესაკუთრის პირადობის მოწმობის ასლი;
- განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია საემიგრაციო ოფისის საშუალებით.
ამის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, პრეფექტურა გასცემს NULLA OSTA-
ს, რომელიც წარდგენილ უნდა იქნას იტალიის საკონსულო სამსახურში, ვიზის
მისაღებად.
- იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში, პირი უნდა
გამოცხადდეს ქვესტურის საემიგრაციო განყოფილებაში და დაიწყოს ბინადრობის
ნებართვის მიღების პროცედურა.
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – როგორ დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს და როგორ დავნიშნოთ ვიზიტი?!