7 სექტემბრის, საქართველოს ნაკრები, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება TKT.GE-ზე და მისი რეალიზაცია 15 აგვისტოს დაიწყება.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
წყარო: საქართველოს ნაკრები