მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ პროგრამებს 2003 წლიდან ახორციელებს. პროგრამები განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უნებართვოდ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან უარი ეთქვათ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე.
ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია მოიცავს დაბრუნებული პირების დახვედრას აეროპორტში, კონსულტირებას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში გადამისამართებას და აგრეთვე, სარეინტეგრაციო დახმარებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მათ უზრუნველყოფას დროებითი თავშესაფრით (საჭიროების შემთხვევაში), მედიკამენტების შეძენას, გადამზადებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას და მხარდაჭერას შემოსავლის მომტანი საქმიანობის წამოწყებაში.
პროგრამის დაწყებიდან 2019 წლამდე პერიოდში AVRR პროგრამების დახმარებით საქართველოში დაბრუნდა 11300 ადამიანი 32 ქვეყნიდან (ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები); მათგან სარეინტეგრაციო დახმარება გაეწია 5460 ადამიანს, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს მხოლოდ დაბრუნებასთან დაკავშირებული დახმარება ადგილსამყოფელ ქვეყანაში (საბუთების მოწესრიგება, ავიაბილეთი, გამოცილება აეროპორტში). დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე მსხვილი გამომგზავნი ქვეყნებია გერმანია, საბერძნეთი, შვეიცარია და ნიდერლანდები.
დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამებს საქართველოში ახორციელებს IOM-ის თბილისის ოფისი და რეგიონული ოფისები – მიგრანტთა რესურს ცენტრები:
თბილისი
თ. აბულაძის ქ., #12, პირველი ჩიხი
თბილისი, 0162, საქართველო
ტელ.: (+ 995 32) 22 52 216
ფაქსი: (+ 995 32) 22 52 217
ელ-ფოსტა: [email protected]
ქუთაისი
აკაკი წერეთელის ქ., #63
4600 ქუთაისი, საქართველო
ტელ.: (+995 431) 24 44 43
ელ-ფოსტა: [email protected]
ბათუმი
ფარნავაზ მეფის ქ., #63
6010 ბათუმი, საქართველო
ტელ.: (+995 422) 22 88 83 83
მობ.: (+995 577) 52 00 15
ელ-ფოსტა: [email protected]
თელავი
ერეკლე II-ის გამზირი #8
2200 თელავი, საქართველო
ტელ.: (+995 350) 27 08 72
მობ.: (+995) 577 00 20 92
ელ-ფოსტა: [email protected]
ფოთი
ნინოშვილის ქ. #101
4400 ფოთი საქართველო
ტელ.: (+995 493) 22 58 18
ელ-ფოსტა: [email protected]