“ემპოლის” ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელიც ტოსკანურ კლუბში გასული თვიდან გადავიდა “ტორინოდან” იჯარით, 15 სექტემბრის ვარჯიშისას ფეხის საკმაოდ რთული ტრავმა მიიღო.
უფრო კონკრეტულად კი, საზონოვს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი ლიგატის დისტრაქტიული დაზიანება დაუდასტურდა, რამაც შესაძლოა ფეხბურთელი აქტივობას სამი თვით ჩამოაშოროს.
საბა დამატებით სამედიცინო კონტროლს გადის, რათა პრობლემის გადაჭრის გზა მაქსიმალურად მოერგოს მის ამჟამინდელ მდგომარეობას.