კიდევ ერთი ხიდი საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის. გვინდა ჩვენს მაყურებელსა და მკითხველს სასიხარულო ამბავი ვაუწყოთ.
ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი
ERMES•TV, სოციალურ მედია სააგენტო “My story -ჩემი ამბავი”-სთან პარტნიორულ ურთიერთობას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ ერმესი “ERMES•TV – ერმესი მედიის” მთავარი მიზანია, საქართველოს პოპულარიზაცია იტალიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საზღვრებს გარეთ არსებული ქართული დიასპორების გაერთიანება და ქართველ ემიგრანტთა ინფორმირებულობა.
“My story -ჩემი ამბავი” კი გახლავთ სოციალური მედია სააგენტო, რომელიც ჰყვება ამბებს გამორჩეული ადამიანების შესახებ.
ნინა მამუკაძე (ერმესი მედიის დამფუძნებელი): ჩვენი მედიის ძირითადი მიზანი, მსოფლიოში მარგალიტებივით მიმობნეული ქართველი ემიგრანტების გვერდით დგომა, მათი პრობლემების გაზიარება და მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და საზღვარგარეთ, საქართველოს პოპულარიზაციაა. “My Story – ჩემი ამბავი” და მის დამფუძნებელ ვერო მეტრეველთან მეგობრული პარტნიორობით, გვჯერა, რომ კიდევ არაერთ საინტერესო და სასარგებლო პროექტის განხორციელებას შევძლებთ.
ვერო მეტრეველი (“My Story – ჩემი ამბავი”დამფუძნებელი): “My story – ჩემი ამბავი”არის სოციალური მედია სააგენტო, რომელიც ემსახურება ადამიანების მოტივაციას. Ჩვენი მიზანია წარმატებული, შემდგარი ადამიანების წარმოჩენა! ასევე რჩევა-რეკომენდაციები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე! რაც შეეხება “ერმესი მედიასთან” პარტნიორობას, Ძალიან დიდ, ნათელ მუხტს ვგრძნობ ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან… ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს ჩვენს საზოგადოებაში!