იტალიაში სამუშაოს ძიებისას ხშირად გაიგონებთ ამ სამ ტერმინს – Colf, Badante, Babysitter – ვნახოთ, რა განსხვავებაა ამ სამ კატეგორიას შორის და ვალდებულებები აქვთ მათ.
Colf-ი არის ოჯახის მოახლე, რომლის ვალდებულბებშიც შედის სახლის დალაგება-დასუფთავება, სამზარეულოს საქმე, უთო და სამრეცხაო საქმე, შინაური ცხოველების მოვლა. ოთახებისა და სუფრის სერვისზე ზრუნვა.
Badante-ს, ანუ მომვლელის მოვალეობაა პერსონის მოვლა, იქნება ეს ქმედუნარიანი, თუ არაქმედუნარიანი პირი. ბადანტის მოვალეობაა ასევე იმ გარემოს მოვლა-დასუფთავება სადაც პირი ცხოვრობს და მის კვებაზე ზრუნვა, სამრეცხაო საქმე და საყიდლებზე ზრუნვა
Babysitter-ი, იგივე ძიძა არის ფიგურა, რომლსაც ოჯახი ბავშვების მომვლელად ქირაობს, ეს შეიძლება იყოს როგორც ჯანმრთელი, ასევე შეზღუდული სესაძლებლობის მქონე ბავშვი. გარდა ბავშვის გარემოს სისუფთავეზე ზრუნვისა, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია ძიძას ბავშვის მეცადინეობა, სკოლაში და სხვადასხვა წრეებზე წაყვანა დაევალოს.
სამივე კატეგორიის შემთხვევაში, კონტრაქტი შესაძლოა გაფორმდეს როგორ თანაცხოვრების, ასევე საათობრივი პირობებით.
კონტრაქტებისა და ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.
ასევე დაგაინტერესებთ:
იტალიური “ფესტები” – უქმე დღეების სრული სია
იტალია – რა არის SPID, რისთვის გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ?