“ქვებში ნაპოვნი ბედნიერება”
იტალიის ქალაქ ნეაპოლში, მალე, ემიგრანტ ია თავაძის ქვებით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, ნეაპოლში მცხოვრები თარჯიმანი და მედიატორი მაკა ხაჩოშვილი ავრცელებს, რომელიც ასევე ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია
“30 მაისს, ხუთშაბათს 14:00-დან 16:00 საათამდე, ორგანიზაცია დედალუსის Officine Gomitoli, Napoli და ქართული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტის, უნიჭიერესი ია თავაძის შემოქმედების გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე, ზღვის ქვებით შექმნილი ნახატების არაჩვეულებრივ ნამუშევრებს – ქვის ხელოვნებას იხილავთ.”
დასწრება უფასოა
მისამართი: piazza Enrico de Nicola 46
I სართული” – წერს მაკა ხაჩოშვილი.