იტალიის მოქმედი ჩემპიონის “ნაპოლის” ასეთი წარუმატებელი სეზონი, რთულად წარმოსადგენი იყო. პრობლემის მიზეზები მრავალმხრივია, თუმცა, მთავარი აქცენტი მაინც მთავარ მწვრთნელზე კეთდება.
ლუჩანო სპალეტის ჩანაცვლებამ რუდი გარსიათი, გუნდი, სეზონის პირველივე თამაშებში ცალსახა ცუდ შედეგებამდე მიიყვანა. მდგომარეობა, ვერც გარსიას ვალტერ მაძარით ჩანაცვლებამ გამოასწორა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში, ახალი მწვრთნელის საჭიროება დადგა. თავდაპირველად საუბარი კონტეზე იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ახალი ფიგურა გამოიკვეთა ფრანჩესკო კალცონას სახით, რომელიც ამჟამად სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
კალცონა მზადაა ნეაპოლში კიდევ ერთხელ დაბრუნდეს. ის “ნაპოლისთვის” უცხო კადრი არაა, კალცონა ჯერ მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ხოლო შემდეგ სპალეტისთან ერთად იმუშავა 2021/2022 წლებში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმება მიღწეულია. ახლა ჯერ აურელიო დე ლაურენტისზეა.