“გაგიზიარებთ სასიხარულო ამბებს” – წერს სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა და მართლაც შესანიშნავ ისტორიას ავრცელებს: “ასმარ ნურიევა, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, ხალილ ნურის ქალიშვილი, Epic Flight Academy-ის სტუდენტი ფლორიდაში, აშშ-ში იქნება ჩვენი აზერბაიჯანელი პილოტი გოგო”, – .
21 წლის ასმარ ნურიევა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ ასევე სამოქალაქო აქტივისტის, ხალილ ნურის შვილია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან ამერიკაში პილოტად იმუშავებს. გოგონამ რთული გამოცდების გადალახვის შემდეგ, ფლორიდის Epic Flight Academy დაამთავრა, რის შემდეგაც ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ავიაკომპანია United Airline-ის პილოტი გახდა.