დ
გოგა ჩანადირი, ესპანურ კლუბებში მოთამაშე, წარმოშობით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:
“ესპანეთის ლა ლიგის ორ გუნდში “ბარსელონასა” და “ჟირონაში” ძმები იაკობაშვილები ირიცხებიან.
კატალონიის დედაქალაქელ იაკობაშვილს არონი ჰქვია, 17 წლისაა და მეკარეა, ჟირონელი კი – 19 წლის ანტალია, მცველად თამაშობს. ბოლო, 21-ე ტურში 30-ე წუთიდან სწორედ მისი დებიუტი შედგა ლა ლიგაში “სევილიასთან” და საუცხოოდ ითამაშა.
მართალია, ისინი უნგრთის მოქალაქეები არიან, ბუდაპეშტში დაიბადნენ, მაგრამ მამა საქართველოში დაბადებული ებრაელია (დედა უნგრელია) და ამ ფაქტორის გამოყენა შეიძლება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ.
უდავოა, რომ ორივე ძალიან გამოადგება ჩვენს მთავარ გუნდს და ფეხბურთის ფედერაცია თუ მათთან მოლაპარაკებას დაიწყებს, მისწრება იქნება. იქნებ დავითანხმოთ. ანტალს უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია, თუმცა, ეს ხელშემშლელი ნამდვილად არ იქნება,” – წერს ჩანადირი.