ევროკავშირის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის მიზეზების განმარტება. ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავ ინფორმაციას, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ფესიბუკჯგუფ “ემიგრანტები იტალიაში” ადმინისტრატორი, მაია გიგაური გვიზიარებს:
“ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობისას, საქართველოს მოქალაქე შემოწმებას სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საპასპორტო კონტროლის დროს გადის, რაც გულისხმობს შემდეგს: მესაზღვრე ოფიცერი საპასპორტო მონაცემებზე დაყრდნობით ამოწმებს ინფორმაციას, მაგალითად, ფიქსირდება თუ არა უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევა.
• მოქმედი სამოგზაურო დოკუმენტის არქონა. (A).
• ყალბი სამგზავრო, საიდენტიფიკაციო, ნებართვის, მგზავრობის მიზნის ა.შ. დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა (პასპორტი) (B,D).
• შესაბამისი კატეგორიის ვიზის ან საცხოვრებელი ნებართვის არქონა (C).
• უვიზოდ მოგზაურობის ვადა ამოწურულია. (90 დღე 180-დღიან პერიოდში)(F).
• ქვეყანაში ყოფნის პერიოდისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არ არის საკმარისი; პირს არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი (G).
• პირზე არსებობს ჩანაწერი/გაფრთხილება შენგენის ან/და ეროვნულ რეგისტრში(H).
• პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს(I).
როგორც წესი, საზღვარზე უარის დროს, პირს ეძლევა განმარტებითი ბარათი. მას შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება.”