15 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის პლეი ოფში, ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა, რომელსაც ERMES TV-ის თბილისის კორესპონდენტიც ესწრებოდა, გთავაზობთ მატჩის დეტალურ განხილვას.
პირველ ტაიმში, ჩვენი გოლის შემდეგ, ინიციატივა ხორვატებმა აიღეს და ორჯერ გადავურჩით გოლს. ხორვატი ფეხბუთელები კარგად იყვნენ შეთამაშებული და გაშვებული გოლის შემდეგ ინიციატივას დაეუფლნენ. პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრების მარჯვენა ფლანგი სუსტად გამოიყურებოდა. ცენტრში ხორვატებს დავუთმეთ უპირატესობა. თუმცა მათ რამდენჯერმე დაუშვეს უხეში შეცდომა.
მეორე ტაიმში ოდნავ გამოსაწორდა სიტუაცია, თუმცა, მოედნის ცენტრს, კვლავ ხორვატები აკონტროლებდნენ. აზაროვის აქტიურობის შემდეგ ხორვატთა მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა და იძულებული იყო უხეში ილეთით გაეჩერებინა გიზო მამაგეიშვილი და გუნდი აშკარა გოლისგან გადაერჩინა.
გაგდებული მეკარის შემდეგ (60 წუთი), თამაში საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის ბოლომდე მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. რასაკვირველია ველოდით, რომ მინიმუმ 2 გოლით დავამარცხებდით ხორვატებს.
მეტს ველოდებით კვერნაძისგან… ძალიან კარგი იყო გიზი მამაგეიშვილი, მის აქტიურობას მოჰყვა გოლი და ასევე ხორვატიის მეკარის გაძევება. საქართველოს ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ აზაროვი და გაგნიძე.
აზაროვი მაღალი კლასის ფეხბურთელია და უკეთესი იქნება თუ საშუალება მიეცემა წინ თამაშის. გასაგებია ჩვენი ნაკრების მწვრთნელის სიფრთხილე თუმცა, აზაროვს თავისუფლად შეუძლია მინიმუმ ერთი ფეხბურთელის მოტყუება და საგოლე სიტუაციის შექმნა.
რაც შეეხება გაგნიძეს – ეს ფეხბურთელი არის საჩუქარი ჩვენი ნაკრებისთვის. მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. თამაშის ბოლოს ხორვატებმა ორჯერ იუხეშეს მის წინააღმდეგ და მიუხედავად მძიმე ტკივილისა გაგნიძემ ბოლომდე შეძლო თამაში.
არასასიამოვნოა, როდესაც ასეთი მნიშვნელობის თამაშზე მესხის სტადიონი სანახევროდ იყო სავსე. თამაშის დასაწყისში სტადიონზე დაახლოებით 3 ათას ადამიანამდე იმყოფებოდა და მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს მოვიდა მაყურებელი.
საერთო ჯამში, თამაში სანახაობრივად ნორმალური იყო. საქართველოს ნაკრებს სჭირდება გამოკვეთილი ცენტრფორვარდი და ასევე საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ცენტრში ჩაშლის მოწინააღმდეგე გუნდის შეტევას. საფეხბურთო სპეციალისტების აზრით, მალე საქართველოს ნაკრებს ეყოლება ამ ტიპის ფეხბურთელი, დაჩი ლორთქიფანიძე, რომელიც კრემონეზეს ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის სვანიძის თქმით – ის დაჩი ლორთქიფანიძეზე დიდ იმედებს ამყარებს.
რაც შეეხება საპასუხო მატჩს ხორვატიასთან: რასაკვირველია ძალიან მძიმე თამაში გველოდება. როგორც ვნახეთ ხორვატია ძალიან უხეში გუნდია და საკმაოდ ბინძურ ფეხბურთს თამაშობენ. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ფეხბურთელები და რამაზ სვანიძე ტაქტიკურად სწორ და გააზრებულ თამაშს გვაჩვენებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ხორვატი თანატოლები აგნარიშით 1:0 დაამარცხა.
საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს, რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, „რუევიცაზე“ გაიმართება.
ჯანო ხუხაშვილი