როგორ დავიცვათ თავი ქურდებისგან და ძარცვისგან?!
“ემიგრანტების ჯგუფებში ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ხოლმე, რომ ფული/საბუთები ამოაცალეს, ჩანთა გაუჭრეს და ა.შ. რამდენიმე რჩევას დაგიწერთ იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ ქუჩაში ნივთების დაკარგვას და არ გავხდეთ ჯიბის ქურდების მსხვერპლი”, – იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი კახაბერ გვარლიანი მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):
✅ყოველთვის ატარეთ საბუთების ასლები. ორიგინალები დატოვეთ სახლში ან სასტუმროში. ნებისმიერი საბუთის ასლი ჭრის, პოლიციამაც რო გაგაჩეროთ მაშინაც კი. გააკეთეთ ქსეროქსები.
✅თანხა ატარეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ. თუ ერთბაშად დიდი თანხა გაქვთ, მაშინ ის ჩადეთ ჩანთის ძირში.
✅სასურველია თანხა სხვადასხვა ადგილზე განალაგოთ. მაგალითად ნაწილი ჩანთაში, ნაწილი ჯიბეში, ნაწილი ფეხსაცმელში. ძარცვის შემთხვევაში ნაწილს დაკარგავთ.
✅ხალხმრავალ ადგილებში აუცილებლად მოკიდეთ ჩანთას ხელი და ისე დაიკიდეთ წინ. ზურგჩანთა იქნება თუ ხელზე გადასაკიდი, აუცილებლად მოათავსეთ წინ.
✅ხელზე გადასაკიდებელი ჩანთა დაიკიდეთ დიაგონალურად. მასე ჩანთის წაგლეჯვისგან დაიცავთ თავს.
✅თუ ძვირფასი ნივთები არ გჭირდებათ, თან ნუ ატარებთ. დატოვეთ სასტუმროში, სახლში.
✅თუ ჩანთაში ძვირფასი ნივთი გაქვთ, ჩადეთ ის ჩანთის სიღმეში ან შიდა ჯიბეში.
✅არასოდეს არ დატოვოთ ჩანთა გახსნილი.
✅თუ სადმე ჩამოჯექით (სკვერში, კაფეში, ტრანსპორტში და ა.შ.) აუცილებლად გაუყარეთ ჩანთას ხელი ან მოათავსეთ წინ (იხ. ფოტო). თავს დაიცავთ უეცარი წაგლეჯვისგან.
✅ტელეფონი არავის არ ათხოვოთ თუნდაც ზარის გაშვება ან უბრალო რაღაც გთხოვონ. მესმის რომ სიკეთის კეთება გინდათ, მაგრამ არავის არცერთ შემთხვევაში ტელეფონი არ მისცეთ.
✅თუ საფულეს ხმარობთ, ეცადეთ არავინ დაინახოს სად ინახავთ ან რა ადგილას დებთ ჩანთაში.
✅ძალიან განსაკუთრებულად ყურადღებით იყავით ავტობუსში, მეტროში, ტრამვაიში მგზავრობის დროს. ჩანთა ყოველთვის წინ მოიქციეთ. ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს!
✅შარვლის უკანა ჯიბეში ღირებული არაფერი არ ჩაიდოთ. ხელსახოცი არაუშავს.
✅შეიძლება ქურდი თვალებში გიყურებდეთ და ისე გძარცვავდეთ. თვალებით თქვენ გემუშავებათ, ხელებით კი – ჯიბეებს.
✅განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით იყავით იქ სადაც ბევრი ხალხია (რკ. სადგურები, ავტობუსის სადგურები, მუზეუმები, მაღაზიები და ა.შ.). სადაც სიმჭიდროვეა ქურდიც იქ არის.
✅ჯიბის ქურდები ხშირად იყენებენ ყურადღების გადატანის პრაქტიკას. მაგ: ახალგარზრდების ბრბოს ხმაურიანი შემოსვლა მეტროში, ჩხუბი და ა.შ. ამ დროს იცოდეთ რომ სამიზნე ხართ.
✅ჯიბის ქურდი შეიძლება იყოს ნებისმიერი. დაწყებული ბავშვებიდან, დასრულებული ორსული ქალით ან მოხუცით. ქალი, კაცი, არ აქვს მნიშვნელობა.
✅ტელეფონში გაააქტიურეთ ადგილმდებარეობის ამოცნობის ფუნქცია, გადმოწერეთ და გაააქტიურეთ პროგრამები მაგალითად Find My Device. თუ გაქვთ Google ანგარიში გქონდეთ ტელეფონში გახსნილი. იმახსოვრებს ადგილმდებარეობას (თუკი ჩართულია ეს ფუნქცია).
მაგალითები:
✅თუ ევროპის ქალაქში რაიმე პეტიციაზე, ქველმოქმედებაზე ხელისმოწერა გთხოვეს, დიდი ალბათობით თქვენ სამიზნე ხართ. ხელმოწერა კი ყურადღების გადასატანი ხრიკია.
✅გახშირებული ხრიკია, თუ ფოტოს გადაღებას გთხოვენ ყურადღების გაფანტვა და ტელეფონის/ფოტოკამერის გამორთმევის დროს გაძარცვა.
✅ღამის საათებში შეიძლება შეხვდეთ “ყალბ პოლიციას”. გაჩერებენ, “გამოწმებენ” და გძარცვავენ. ევროპაში პოლიცია უმიზეზოდ არ გაგაჩერებს “უბრალოდ შემოწმების მიზნით”. და თუ მაინცდამაინც ასეა, მაშინ უფლება გაქვთ მოითხოვოთ სამკერდე ნიშანი.
✅თუ გიბიძგეს, რაიმე გადაგასხეს და გაწმენდა შემოგთავაზეს ან მსგავსი სხვა ყურადღების გადასატანი ქცევა შენიშნეთ ე.ი. სამიზნე ხართ.
✅არასოდეს დატოვოთ ჩანთა მარტო, თუნდაც კლუბის ტუალეტში. მოგპარავენ. ეგ კი არა ამისწინ კოქტეილი დავტოვე და ვიღაცამ დალია.
✅ქუჩის პერფორმანსების დროს ხშირია ქურდობები.
✅უცხო ქალაქში ღამის საათებში ნუ ივლით მარტო.
✅გახსოვდეთ, რომ ჯიბის ქურდებისთვის და მძარცველებისთვის ეს საქმე არის შემოსავლის წყარო და ისინი საკმაოდ დახვეწილები და განვითარებულები არიან.
✅და ბოლოს, მაინც: იყავით 10000000% ყურადღებით, არავის ენდოთ რაც არ უნდა ანგელოზური შესახედაობის იყოს და არავის არ გაჰყვეთ არსად! ა რ ა ვ ი ს, არავის-მეთქი.
აქვე,
სტატისტიკურად ყველაზე ძარცვადი ქალაქებია:
• ბარსელონა
• რომი
• პარიზი
• პრაღა
• ათენი
• მადრიდი
• მილანი
• ლისაბონია
• ამსტერდამი
• ბუდაპეშტი
ანუ სადაც მეტია ტურისტი იქ მეტია ჯიბის ქურდი.
და ბოლოს, თუ მაინცდამაინც გაგძარცვეს ან გძარცვავენ:
✅რეკავთ 112 (ევროპა), 911 (ამერიკა)
✅უხმობთ გამვლელებს, დიდი ალბათობით არავინ დაგეხმარებათ, მაშინ მიეცით ქურდს რაც უნდა. თქვენი კარგად ყოფნა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
✅თუ დაიყვირებთ, შეიძლება ვინმემ ფანჯრიდან გადმოიხედოს და პოლიცია გამოიძახოს.
✅მოუხმეთ საკუთარ ფიზიკურ ძალებს. ჭრის.
✅თუ მოგპარეს ტელეფონი, როგორც წესი სიმ ბარათს იღებენ და სადმე აგდენებ იქვე, დაძებნეთ.
✅თუ მოგპარეს გასაღები, მასაც სადმე აგდებენ.
✅თუ მოგპარეს საფულე, ამოიღებენ ფულს და საფულეს სადმე მიაგდებენ ახლომახლო თავის საბუთებიანად. დაძებნეთ.