ესპანეთში დატრიალებული კატასტროფის შემდეგ, რომელიც ჭარბმა ნალექმა გამოიწვია და რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას აფრთხილებს.
ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თამარ ბურდული, ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და, სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
“საგანგებო გაფრთხილება ჭარბი რაოდენობის ნალექზე და დატბორვის საშიშროებაზე ესპანეთში:
ტარაგონას სამხრეთ სანაპირო, ბალეარები, ლევანტე, მალაგას პროვინცია და სამხრეთ ანდალუზია
→ ამ რაიონში შეიძლება ნაკადის სიხშირე 180 ლ/მ²-ს გადააჭარბოს თორმეტ საათზე ნაკლებ დროში.
შეეცადეთ არ გადაადგილდეთ. არ გამოიყენოთ მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტრო. მოერიდეთ დაქანებულ ჩაღრმავებულ ადგილებს, რომელიც შეიძლება უცბად აივსოს, ზღვის სანაპიროს, მდინარეებს. შეიძლება მდინარეები გადმოვიდეს კალაპოტიდან, მოერიდეთ გადაადგილებას მათ სიახლოვეს.
კატალონიამ გააქტიურა განგაშის ფაზა წყალდიდობის საშიშროების გამო ხუთ რეგიონში: ტარაგონა, რიბერა დე აბრე, მონსია, “ბაიშ კამპ” და “ბაიშ ებრე”.
შესაბამისად, დღეს, ზემოთ ხსენებულ ზონაში, შეწყდა გაკვეთილები, ასევე შეიზღუდა ავტომანქანების მოძრაობა, რაც მხოლოდ უკიდურესი შემთხვევების ან აუცილებელი სერვისის შესრულების შემთხვევაში იქნება დასაშვები,” – გვატყობინებს თამარ ბურდული.