თუ ცხოვრობთ იტალიაში, ტოსკანაში და თუ ხართ 35-დან 55 წლამდე ასაკის, საშუალება გეძლევათ შეუერთდეთ ტოსკანას რეგიონის C ჰეპატიტის უფასო სქრინინგ პროგრამას, პრევენციის და გამოკვლევის მიზნით.
რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექციური დაავადება, და გამოწვეულია HCV ვირუსით. იგი გადამდებია ინფექცირებულ სისხლთან კონტაქტით. ინფექცია საკმაოდ საშიშია, რადგან წლების მანძინლზე სიპტომები არ ახასიათებს, თუმცა, დროთა განმავლობაში გადაიქცევა ქრონიკულ დაავადებად და იწყებს პროგრესირებას რამაც შეიძლება გამოიწვიო ცეროზი ან ღვიძლის სიმსივნე. დიაგნოზი რაც უფრო ადრეულია, მით მარტივია დაავადების მართვა და საფრთხის თავიდან აცილება.
როგორ გადადის C ჰეპატიტი?
დაავადება გადამდებია შემდეგი სახის კონტაქტის საშუალებით:
- სისხლის გადასხმა, ორგანოების გადანერგვა;
- ტატუ, პირსინგი ან სხვა ინვაზიური ესთეტიკური პროცედურები რომლებიც ტარდება არაჰიგიენურ პირობებში;
- ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენება საინექციო ხელსაწყოების მეშვეობით;
- ინფიცირებული სისხლით დასვრილი საგნების გამოყენება, როგორიცაა: საპარსი, მაკრატელი, კბილის ჯაგრისი;
- დაუცველი სქესობრივი კავშირი.
- HCV ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს ინფიცირებული დედისგან ბავშვს.
რატომ უნდა მივმართოთ სქრინინგს?
იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ C ჰეპატიტის ტესტი დადებითი აღმოჩნდა, დაჩქარებულად მოხდეს წვდომა ეფექტურ მკურნალობაზე, რათა თავიდან იყოს აცილებული ვირუსი HCV-ს გავრცელების საფრთხე. სქრინინგი უფასოა და არ საჭიროებს ექიმის მიმართვას.
როგორ ხდება სქრინინგის ჩატარება?
ტესტი გრძელდება რამდენიმე წუთი და არ არის საჭირო განსაკუთრებული მითითებები მის ჩასატარებლად. ტესტის ზოგადი სახელია “თითის ჩხვლეტა- pongi dito”, საკმარისია რამდენიმე წვეთი სისხლი. სისხლის ნიმუშის ანალიზირება ხდება რეალურ დროში და პასუხსაც ადგილზე გაცნობებენ.
იმ შემთხვევაში თუ ტესტის პასუხი დადებითია უნდა მიაკითხოთ მკურნალ ექიმს, რათა გამოგიწეროთ მიმართვა დამადასტურებელი ტესტის ჩასატარებლად, ამ შემთხვევაში სისხლის ანალიზის აღება ხდება ვენიდან, იმისთვის რომ გამოკვლეული იყოს ვირუსის გენეტიკური მასალა (HCV RNA). თუ ამ შემთხვევაშიც პასუხი დადებითია, მიმართეთ მკურნალ ექიმს, რომელიც გადაგამისამართებთ სპეციალიზებულ ცენტრში მკურნალობის პროცესის დასაწყებად.
როგორ ინკურნება C ჰეპატიტი?
დღესდღეობით დაავადების განკურნება შესაძლებელია აბების მიღებით, რომლებიც მიიღება 8-16 კვირის მანძილზე. შემთხვევების 95% განკურნებადია და არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. სკრინიგ პროგრამაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ საიტს: www.regione.toscana.it/testiamoci