იტალიის რესპუბლიკაში დარეგისტრირებული ოთხივე საარჩევნო უბანი გაიხსნა. რომის, და ბარის უბნები რეგულარულად, ხოლო მილანის საარჩევნო უბანი შეფერხებით. მიმდინარეობს ხმის მიცემა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, იტალიის ამომრჩეველთა დადასტურებული რაოდენობა, არის 8093 ამომრჩეველი, რომელსაც დაემატება სპეციალური სიები საელჩოსა და საკონსულოების, ასევე კომისიის წევრების.
ამომრჩეველთა რაოდენობა უბნებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
• რომის 27-ე უბანი – 1990 ამომრჩეველი;
• რომის 64-ე უბანი – 1665 ამომრჩეველი;
• ბარის 28-ე უბანი – 2186 ამომრჩეველი;
• მილანის 29-ე უბანი – 2252 ამომრჩეველი