საქართველოს საელჩო და საკონსულო იტალიაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ძვირფასო თანამემულენო!
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის მსურველთათვის, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საარჩევნო უბნები გახსნილი იქნება ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე.
ამომრჩევლის იდენტიფიცირების მიზნით, გთხოვთ, თან იქონიოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის ელექტრონული მოწმობა).
ამასთან, საარჩევნო სიაში საკუთარი მონაცემების წინასწარ გადამოწმების მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბმულით: https://voters.cec.gov.ge/