2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 95 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ტარდება 42 ქვეყნის 53 ქალაქში. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები, მიმღებუ ქვეყნის ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნება და ხმის მიცემა 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. თუ რამდენი ამომრჩეველია საარჩევნო სიაში კონკრეტულად იტალიაში, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სადამკვირვებლო ორგანიზაცია” ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის”უცხოეთის უბნებზე ხელმძღვანელი ნონა მაჭარაშვილი:
“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,იტალიის ამომრჩეველთა დადასტურებული რაოდენობა არის 8093 ამომრჩეველი,რომელსაც დაემატება სპეც.სიები საელჩო-საკონსულოების, კომისიის წევრების.
ამომრჩეველთა რაოდენობა კი ასე ნაწილდება –
- რომის 27-ე უბანი 1990 ამომრჩეველი;
- რომის 64-ე უბანი 1665 ამომრჩეველი;
- ბარის 28-ე უბანი 2186 ამომრჩეველი;
- მილანის 29-ე უბანი 2252 ამომრჩეველი.
შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე, იტალიაში ამომრჩეველთა რაოდენობა, არ სცდებოდა 2 ათასს,” – ამბობს ნონა მაჭარაშვილი.