“იტალიაში წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი ჩამობრძანდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ქალაქ ფლორენციაში არსებული წმინდა ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია ლაცაბიძე გვიზიარებს: “საზოგადოება ” ივერიისას“ ინიციატივით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში, ჩვენი თანამემამულე ემიგრანტების სანუგეშებლად ჩამობრძანდება.”
31 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძარში სავედრებელი პარაკლისი ჩატარდება.
17:00 საათზე სამრევლო სკოლის დარბაზში გაიმართება ფილმის „ქეთევანი – დედოფლის დაბრუნება“ ჩვენება.
ტაძრის მისამართი: ფლორენცია, Via Dei Serragli 102