საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ ზოგიერთ საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ ვაკანსიებზე ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსს :
ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
საბუთები მატერიალური სახით მიიღება 2024 წლის 6 ოქტომბრიდან 2024 წლის 7 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, N138), ან ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით: konkursi.cec.gov.ge
მატერიალურის სახით კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) კანდიდატის სახელი, გვარი;
ბ) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს წევრობა;
გ) საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი.
განცხადებას ხელს უნდა აწერდეს განმცხადებელი და მასში უნდა აღინიშნოს რომ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლი;
ბ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).
უფლებამოსილი პარტიების მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წარდგენის ვადაა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2024 წლის 6 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება არჩეული/დანიშნული იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.