MMA-ს ქართველმა მებრძლომა რომან დოლიძემ დოლიძემ, 307-ზე UFC საშუალო წონაში მორიგი ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის დასაწყისშივე დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და უტევდა. საბოლოოდ, მთელი პირველი რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, რომანი მოწინააღმდეგეს ბევრს ურტყამდა, რის შემდეგაც მან ტრავმა მიიღო, ქართველმა ამერიკელს ნეკნი გაუტეხა და ჰოლანდმა ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ცნობისთვის, დოლიძემ კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა. ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 იყო, ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო.
როგორც ცნობილია, რომანი ბრძოლისთვის 110 000 დოლარს მიიღებს, ხოლო ჰოლანდი – 350 000-ს. ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა დოლიძეს ბონუსი გამარჯვებისთვის.