მწვანე ბარათის პროგრამის რეგისტრაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 5 ნოემბრამდე გასტანს. ამის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას, საქართველოში ამერიკის საელჩო ოფიციალურად აქვეყნებს:
გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:
მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26
რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია სრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის.
რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.
რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.
სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.
შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26
ცნობისათვის: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საიმიგრაციო ვიზის პროგრამას. იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის (INA)-ს 203 (c) ნაწილის თანახმად გათვალისწინებულია ახალი ტიპის იმიგრანტთა მიღება იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ისტორიულად შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი მაჩვენებელი აქვს. 2026 წლის ფისკალური წლისათვის ხელმისაწვდომი იქნება სულ 55,000 DV კატეგორიის ვიზა. DV პროგრამაში რეგისტრაცია უფასოა, თუმცა, შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც ჩანიშნული ექნებათ გასაუბრება, ვალდებული იქნებიან, გადაიხადონ სავიზო მოსაკრებელი სავიზო აპლიკაციის ფორმალურ წარდგენამდე, რა დროსაც საკონსულო ოფიცერი წყვეტს კვალიფიცირებული არიან თუ არა ისინი ვიზისთვის.