ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ, შინ მონცა დაამარცხა ანგარიშით 2-0, მეორე გოლი სწორედ ქართველის ანგარიშზეა, კარგი პირველი ტაიმის (2-0) შემდეგ, მეორე ნახევარში ნაპოლი ისეთი აქტიური აღარ იყო და კონტემ ხვიჩა 75-ე წუთზე შეცვალა. ამ შეცვლის შესახებ დასმულ კითხვას კი მოკლედ უპასუხა- “მოედანზე 11 ფეხბურთელი მჭირდება,” რითიც ხაზი გაუსვა თავის მკაცრ ხასიათს.
საბა გოგლიჩიძის ემპოლი შინ ფიორენტინას დაუზავდა 0-0, მთელი თამაშის მანძილზე საბა ისევ კარგი და სტაბილური იყო და ითამაშა უხეში შეცდომების გარეშე.
საბა საზონოვს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და თავს უკეთ გრძნობს. შეგახსენებთ, რომ საზონოვმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.
სერია ბ-ში გიორგი კვერნაძე ბოლო 20 წუთი შევიდა მოედანზე. ფროზინონემ სეზონში პირველად მოიგო, გასვლაზე ჩიტადელაში 2-1. გიორგის ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, სადაც თავად გაამწვავა თამაში და ბოლო დარტყმა არ გამოუვიდა, ოდნავ ააცილა. ჰქონდა უხეშობის რამდენიმე ეპიზოდი, სადაც მსაჯმა დაინდო და არ გააფრთხილა.
კრემონეზე ბრეშაში დამარცხდა 2-3. ლუკა ლოჩოშვილი ისევ დისკვალიფიცირებულია,
დაჩი ლორთქიფანიძეც არ იყო განაცხადში, რადგან წინა დღეს ტურინში იუვენტუსის წინააღმდეგ ოთამაშა და გამორჩეულად კარგი 90 წუთი ჰქონდა, 3-2 მასპინძელმა იუვენტუსმა გაიმარჯვა.
სერია დ-ში დავით ლორთქიფანიძემ რავენას შემადგენლობაში ითამაშა სტუმრად პისტოიაში წაგებულ (0-1) შეხვედრაში.
ეჩელენცას (მე-5 ლიგა) ჩელატიკას საბა ჭინჭარაული მკურნალობს,
ლუკა ლობჟანიძემ ითამაშა სპინაცოლას 4-0 მოგებულ მატჩში.
ასეთი იყო ქართველების შაბათ-კვირა იტალიაში. მინდა გაცნობოთ რომ სერია ა-ს და სერია ბ-ს ტრანსლაციები ფასიან არხებზეა: Dazn, Sky და Now tv. პრიმავერას, დუბლების ჩემპიონატი კი უფასო არხზე Sportitalia, canale 60, ან იმავე არხზე არსებულ Primavera tv-ზე.