იტალიაში ყოველი მეორე მომვლელი არალეგალურად მუშაობს?! – პროფკავშირები ინიციატივით გამოდის…
ტრევიზოს და ბელუნოს პროვინციის მაგალითზე დგინდება, რომ იტალიაში, საშუალოდ ყოველ მეორე ოჯახში არალეგალურად (შრომითი ხელშეკრულების გარეშე) დასაქმებული პირი ფიქსირდება.
ოჯახში მომვლელად დასაქმებულთა კატეგორია ის სეგმენტია, სადაც ვლინდება არალეგალურად დასაქმებული პირების ყველაზე დიდი რაოდენობა. იტალიელი ოჯახები ხშირად გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე და თანხმდებიან არალეგალურად მყოფ მომვლელს და ამით გამოსავალს პოულობენ, რომ მათი მოხუცი მარტო არ დარჩეს.
საკითხი განსახილველად პროფკავშირებ CISL FNP-ის სხდომაზე დადგა დღის წესრიგში.
“არ შეიძლება თვალის დახუჭვა მსგავს პრობლემებზე და ისე მოქცევა თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება”, – განაცხადა ფრანკო მარკუზომ, CiSL FNP-ის გენერალურმა მდივანმა.
მისივე განცხადებით: “ხელშეკრულების პირობების არცოდნის გამო ოჯახს, რომელიც საჭიროებს მოხუცის მომვლელს, აქვს შიში, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მეტი ხარჯი მოუწევთ და ხშირად ამიტომაც თავს არიდებენ ლეგალური გზით, დასაქმების ოფისების დახმარებით, დაიქირაონ მომვლელი. პოლიტიკოსები ნაკლებად ინტერესდებიან მსგავსი პრობლემებით. თუმცა, აუცილებელია ყველამ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია მომვლელის რეგისტრირება, სიის შედგენა, ასევე მნიშვნელოვანია სავალდებულო გახდეს მომვლელისთვის შესაბამისი შემსწავლელი კურსების სერტიფიკატი, რომელიც მეტი გარანტიის მიმცემი იქნება ოჯახებისთვის და მათი მოხუცებისთვის, რადგან მარტივი არ არის კვალიფიცირებული მომვლელის მოძებნა. აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება” – განაცხადა მანკუზომ.
შეგახსენებთ, რომ თუ ოჯახი პირს სამუშაო ხელშეკრულების გარეშე ამუშავებს, არის კანონის დარღვევა, რომელიც ისჯება ადმინისტრაციული წესით, კერძოდ: თუ პირის სამუშაო პერიოდი არ აღემატებოდა 60 დღეს ოჯახს ეკისრება ჯარიმა 3600 ევროდან 21 600 ევრომდე, ხოლო თუ ვადა აჭარბებს 60 დღეს – 7200 ევროდან 34 200 ევრომდე.