იტალიის პარლამენტში, კვლავ დღის წესრიგში დადგა საკითხი ქიმიური კასტრაციის შესახებ. მატეო სალვინის, იტალიის მინისტრთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის თქმით “ეს ლეგას გამარჯვება და წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისტორიულ ბრძოლაში”. პარლამენტი დისკუსიას ხსნის და განიხილავს ქიმიური კასტრაციის საკითხს.
ეს კანონი ნიშნავს, რომ მსჯავრდებული (მისივე თანხმობით) დაიცავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფარმაკოლოგიური ხასიათის ანდროგენ-ბლოკირების პროცესს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ჩარევა ითვალისწინებს სექსუალურ ძალადობის დანაშაულში მსჯავრდებულისთვის ფარმაკოლოგიური გზით იმპოტენციის გამოწვევას.
მატეო სალვინიმ არაერთხელ სცადა კანონში ქიმიური კასტრაცია ცვლილებების სახით შემოეღო, თუმცა იუსტიციის კომიტეტი ამ წინადადებას ეჭვის თვალით უყურებდა და არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა.
გასულ წელს მინისტრმა თავად გამოაცხადა კანონპროექტი ქიმიური კასტრაციის შესახებ, თუმცა მაშინაც უარი მიიღო, რადგან კანონპროექტის მოწინააღმდეგეების თქმით ეს “ადამიანის სხეულზე ზემოქმედებას” ნიშნავდა.
საბოლოოდ, სალვინის “ლეგამ” შეძლო საკუთარი იდეის გატარება იტალიის მთავრობა გეგმავს კომისიას, რათა განიხილონ და კანონპროექტში შეიტანონ ცვლილებები ქიმიური კასტრაციის შესახებ.
“ხელოვნური ჩარევა მიზანშეწონილია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დანაშაულის განმეორების რისკი”, – განაცხადა მატეო სალვინმა.
სოფო ჩუთლაშვილი