იტალია, მალე, ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს და ეს არის ბონუსი “BEFANA 2025”. წინასწარი ინფორმაციით, დეკემბერის თვეში, მეცამეტე ხელფასთან ერთად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ბონუსის სახით მიიღებს დამატებით 100 ევრო.
მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცდა დადგენილების პაკეტი, რომელიც გამოიცა მცირე შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდასაჭერად, ჯორჯა მელონის ხელმძღვანელობით.
ბონუსი “BEFANA 2025” დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, საშუალებას მისცემს წინსწრებით, 2025 წლის იანვრის თვის “busta paga”-ში, ანუ დეკემბრის თვის ხელფასთან ერთად, მიიღონ 100 ევროთი მეტი..
ვის ეკუთვნის ახალი ბონუსი?
ბონუსი “BEFANA 2025”-ით ისარგებლებენ ის პირები, ვისაც ჰყავს მეუღლე და შვილი თავის კმაყოფაზე, ასევე მარტოხელა მშობლები, რომელთაც შვილი (შვილები) ასევე საკუთარ კმაყოფაზე ჰყავთ. ბონუსის მისაღებად პირის წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 28 000 ევროს.
იმის შესახებ, თუ როგორ ხდება განაცხადის გაკეთება აღნიშნული ბონუსის მისაღებად, ოფიციალური ინფორმაცია არ არის ცნობილი, რადგან გასათვალისწინებელია პროცედურები, რომელიც გულისხმობს ფინანსური შეღავათების სიღრმისეულ განხილვას. როგორც კი ამ პროცედურის შესახებ ოფიციალური ინფორაცია გახდება ცნობილი, ERMES TV ოპერატიულად და ამომწურავად მოგაწვდით ინფორმაციას.