კონკურსი ემიგრანტებისთვის, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც ახლა ან წარსულში აქვს ემიგრაციაში ცხოვრების მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა – www.finedu.gov.ge („ფინედუ“) ფინედუზე მიმდინარეობს ბლოგებისა და ვიდეოების კონკურსი: „ჩემი გზა ემიგრაციაში“.
კონკურსანტს ევალება, შექმნას ტექსტური ან ვიდეო ფორმატის ნამუშევარი, რომლის იდეა, სიუჟეტი თუ შინაარსი შეეხება ემიგრაციისთვის მზადების, ემიგრაციაში ცხოვრების ან/და ემიგრაციიდან დაბრუნების პერიოდში არსებულ ფინანსურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და ემიგრაციით დაინტერესებულ აუდიტორიაში წაახალისებს და ხელს შეუწყობს:
კონკურსის ორგანიზატორებმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის Facebook Live – ის მეშვეობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ემიგრანტებს გააცნეს კონკურსის იდეა და მასში მონაწილეობის პირობები, ასევე, შეფასების კრიტერიუმები, პრიზები და სხვა მნიშვნელოვან დეტალები. იმავდროულად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
ბმულის სახით გიზიარებთ საინფორმაციო შეხვედრის ჩანაწერს და კონკურსის პირობებს:
Facebook ლაივი: https://www.facebook.com/share/v/vcqvGqkYTZDwwB38/
კონკურსის პირობები: https://www.finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/blogebis-da-videoebis-konkursis-chemi-gza-emigratsiashi-1
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც ახლა ან წარსულში აქვს ემიგრაციაში ცხოვრების მინიმუმ სამ თვიანი გამოცდილება;
ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი; განარჯვებულები გამოვლინდებიან 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს.
გაუზიარეთ აღნიშნული ინფორმაცია, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს.