15 სექტემბერს, იტალიის დროით 01:30 საათიდან დაიწყება ბრძოლა UFC მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის, მერაბ დვალიშვილსა და მოქმედ ჩემპიონ შონ ო’მეილის შორის.
მთელი მსოფლიო სანახაობრივი ბრძოლის მოლოდინშია. ბუკმეკერებში ოდნავი უპირატესობა ამერიკელს აქვს, მაგრამ პროფესიონალთა უმრავლესობა პროგნოზისგან თავს იკავებს, რადგან მერაბს ზედიზედ 10 ბრძოლა აქვს მოგებული და “მანქანას” გამარჯვებაც არავის გაუკვირდება.
მოდით, ერთად ვუგულშემატკივროთ მერაბს. შეხვედრის საყურებელ ბმულებს რაც შეეხება, იტალიაში Dazn გადმოსცემს, საქართველოში შესაძლებელია settantasport.com-ზე ყურება, მაგრამ თუ ეს ფასიანი ტრანსლაციები არ გაქვთ შეძენელი, მაშინ ალტერნატივაა liveball.uno ufc განყოფილებაში. Settanta Sport-ი ბრძოლის ღია ცისქვეშ ჩვენებასაც გეგმავს, ფილარმონიის გარე ეკრანზე.
კახა ლორთქიფანიძე