Articolo 31 ეს არის კონსოლიდირებული კანონი იმიგრაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვანი უცხოელის და მისი მშობლების ინტერესებს რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბინადრობის ნებართვის (Permesso di soggiorno) აღება.
აღნიშნული კანონი შეიცავს არასრულწლოვანი უცხოელი პირის უფლებების დაცვის ორ ფუნქციას. ერთის მხრივ, ის მიზნად ისახავს ოჯახის ერთიანობის გარანტიას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს უცხოელი არასრულწლოვანის დაცვის ფორმას, რომელიც რეგულირდება არასრუწლოვანთა სასამართლოს გავლით. ეს კანონი, არასრულწლოვანთა სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, დაუშვას ბინადრობის ნებართვის გაცემის უფლება უცხოელ მცირეწლოვანზე და მის მშობელზე (მშობლებზე) თუ არსებობს ამის განსაკუთრებული გარემოება. მაგ: ჯანმრთელობის განსაკუთრებული ხელშეწყობის საჭიროება, ფსიქო-ფიზიკურ განვითარებათან დაკავშირებული სერიოზული მიზეზები და ა.შ.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან მთავარი საკითხი, რომელიც შეიძლება განიხილოს არასრულწლოვანთა სასამართლომ, არის ის, რომ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, იტალიის ტერიტორიაზე მისი საცხოვრებელი პირობები შესაძლებელია უკეთესი იყოს, ვიდრე წარმოშობის ქვეყანაში. ამ შემთხვევაში იტალიის ტერიტორიაზე არასრულწლოვნის მშობლის შვილთან დაშორება დაუშვებელია, რადგან ამით ირღვევა და იზღუდება ბავშვის ინტერესები და უფლებები.
განაცხადი უნდა გაკეთდეს არასრუწლოვანთა სასამართლოს სამოქალაქო კანცელარიაში. აუცილებელი არ არის ადვოკატის ჩართულობა.
ამის შემდეგ ხდება შეხვედრა და გასაუბრება არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე თავად ბავშვთან (თუ მისი ასაკი და მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას). რის შემდეგ, სოციალური სამსახურის, ან ადგილობრივი პოლიციის მიერ ხდება საცხოვრებელი ადგილის პირობების შემოწმება (აუცილებელია ბინის ქირის ხელშკრულების არსებობა).
ასევე სოციალური სამსახურისა და პოლიციის მიერ ხდება ინფორმაციის მოძიება, თუ მშობლების წინააღმდეგ არსებობს რაიმე სახის საჩივარი.
თუ სასამართლო ეფუძნება ჯანმრთელობის საკითხს და არსებობს ამის დამამტკიცებელი ფაქტები, მას თან უნდა ახლდეს პირადი ექიმის მიერ დამოწმებული დოკუმენტი.
საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია მოიპოვება სასწავლო დაწესებულებიდანაც (ბაღი, სკოლა…).
განაცხადს სასურველია დაურთოთ შემდეგი საბუთები:
- მშობლების პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები
- ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (თუნდაც ერთერთი მშობლის). თუ ვადაგასულია, განახლების მოთხოვნის ქვითარი
- ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების/განქორწინების).
- არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი
- არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტები (თუ განაცხადი ეფუძნება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას)
- მშობლის შრომითი ხელშეკრულების ასლი
- ბინის ქირავნობის ხელშეკრულების, ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის ასლი
- არასრულწლოვნის საგანმანათლებო დაწესებულებაში ჩარიცხვის, ან დასწრების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- არასრულწლოვანთა სასამართლოს მიერ გამოცემული დადგენილების ასლი
- სოციალური სამსახურის ანგარიში
- და ა.შ.
მოსამართლის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ის მცირეწლოვანის მდგომარეობას და თვლის თუ არა საჭიროდ მისცეს მშობელს (მშობლებს) უფლება, დარჩნენ იტალიის ტერიტორიაზე ბავშვის გარკვეულ ასაკამდე, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. მშობლების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული, ხშირ შემთხვევაში აფერხებს პროცესს. პროცედურის ხანგრძლივობა სხვადასხვაა და მერყეობს რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. პროცესის ხანგრძლივობის განმავლობაში, მშობლები არ ითვლებიან ლეგალურად მყოფ პირებად იტალიის ტერიტორიაზე და ვერ სარგებლობენ სხვადასხვა სერვისებით. (გარდა დროებითი ნებართვების, როგორიცაა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა -”asilo politico/umanitario”, ან სამკურნალოდ განკუთვნილი ბინადრობის ნებართვა-”cure mediche”, ასევე ორსულობის მოტივით გაცემული საბუთი).
არასრულწლოვნის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა ხდება უშუალოდ ქვესტურაში
ამისთვის უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
1. ფორმა 209 – შევსებული
2. პასპორტის ასლები (ყველა გვერდი სადაც მითითებულია ანაგრაფიული მონაცემები, სადაც ჩარტყმულია ბეჭედი, ვიზა)
3. 4 ფოტოსურათი
4. კანონის “articolo 31” ასლი, მოსამართლის მიერ მინიჭებული
5. მასპინძლობის დამადასტურებელი დოკუმენტისასლი (ospitalità)
6. მცირეწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი
7. 16 ევროიანი საფოსტო მარკა (marca da bollo da 16 euro)
ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემდეგ, საშუალება გეძლევათ დადოთ შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ არ ექვემდებარება კონვერტაციას, გარდა ოჯახის გაერთიანების გამონაკლისისა.
ბინადრობის ნებართვა შეიძლება განახლდეს დადგენილებით განსაზღვრულ ვადამდე, ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია არასრულწლოვანთა სასამართლოში სხვა განაცხადის წარდგენა.
სოფო ჩუთლაშვილი
ნინა მამუკაძე
გამარჯობა! თუ ბავშვი დაბადებულია იტალიაში, ამჟამად საქართველოში ვცხოვრობთ მაგრამ გაუსაძლის პირობებში,თუ შევძლებ ბავშვის ისევ იტალიაში ჩამოყვანას მექნება შანსი საბუთის გაკეთების? ბავშვი არის 2 წლის და ვართ სოც დაუცველი.