საქართველო 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე, შთამბეჭდავად წარსდგა. მთავარ საკონკურსო სექციაში წარმოდგენილია დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი – “აპრილი“.
საპრემიერო ჩვენების წინ, ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ფილმის შემოქმედებითი გუნდი გამოჩნდა. დეა კულუმბეგაშვილთან ერთად, პრესის წინაშე წარდგნენ კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე. აღსანიშნავია, რომ ფილმის პროდიუსერებს შორისაა ლუკა გუადანინო.
ვენეციის პრემიერის შემდეგ “აპრილი” კიდევ არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
ფილმის შესახებ: სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება, რომელიც საქართველოს პროვინციულ ქალაქში მდებარე ერთადერთი საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგია. ერთხელაც მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება.
📸 (c) Getty Images