“ემიგრანტის ლოცვა”
მე ლოცვები დავაწესე,
და უფლისგან მაქვს კურთხევა.
მე ჩემს ლოცვებს წაგიკითხავთ,
შემისწორეთ და მომეცით,
ყველამ ერთად თითო რჩევა.
ჩემი ლოცვა ასეთია:
სხვის კუთხეში მიმალული
ვნატრობ სახლში ვიყო ნეტა.
მე არ მინდა ვიყო სხვაგან,
ემიგრანტი მერქვას დედა.
გააუქმე გთხოვ შენ ღმერთო,
ოჯახების დაშლა გვეყო,
გთხოვ ყველანი დაგვაბრუნო,
სავსე იყოს ჩვენი ეზო.
ქმარს ხომ ცოლი უნდა მისი,
შვილებს დედა რომ გაათბოს.
დედას შვილი სახლში უნდა,
ნაოჭები დაუამოს.
ეჰ მე განა ბევრს მოვითხოვ,
ქართველ ქალთა მინდა ხილვა,
ეზოები მოფენილი ვარდებით და გვირილებით,
სურნელი კი ტკბილობების
ქუჩის თავში იდგეს,
ისე როგორც უწინ.
დედა შვილებს ეძახოდეს დაღამდაო მოდით სახლში,
აბა ხელი დაიბანეთ,
და სუფრასთან ვიყოთ მალე.
ღმერთო ნატვრა ამიხდინე,
ერთი გთხოვ მე ყველასათვის,
დააბრუნე ოჯახებში,
ყველა დედა შვილისათვის.
ავტორი: ხათუნა ყუფუნია
ქართველი ემიგრანტი იტალიაში
13.08.2023.(23:00)