ნაწილი 2 – livello-C/CS და livello-D/DS.
რედაქციაში ხშირად შემოდის შეკითხვები, იტალიაში ოჯახში დასაქმებულთა კონტრაქტის ტიპებისა და ანაზღაურების შესახებ. ჩვენ ვეცადეთ, ამომწურავად გვეპასუხა ამ თემის ირგვლივ დასმულ ყველა შეკითხვაზე.
მაშ ასე, რამდენი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება არსებობს ოჯახში დასაქმებულთათვის, რა სხვაობაა მათ შორის და რამდენი გეკუთვნითხელფასი ხელშეკრულების თანახმად?
არსებობს სამუშაო ხელშეკრულების რამდენიმე კატეგორია (livello), ესენია:
livello-A/AS;
livello-B/BS;
livello-C/CS;
livello-D/DS
დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:
A/AS და B/BS კატეგორიის შრომითი ხელშეკრულებების პირობები ნახეთ ბმულზე!
LIVELLO C:
C კატეგორიის ხელშეკრულება ეხება ასევე ოჯახში დასაქმებულ პირს. ამ შემთხვევაში დასაქმებულს აქვს შედარებით მეტი დატვირთვა და მოეთხოვება პასუხისმგებლობა. C კატეგორიას მიეკუთვნებიან დასაქმებულები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება (მინიმუმ 12 თვე) და ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად გაართვან თავი დაკისრებულ მოვალეობებს. ესენია: B კატეგორიაში ჩამოთვლილი ვალდებულება, იმ განსხვავებით, რომ C კატეგორია, როგორც აღვნიშნეთ ითვალისწინებს მეტ პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლობას. ისევე როგორც სხვა კატეგორიებში, ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება შეიძლება იყოს 54 საათი კვირაში (თანაცხოვრებით), ანაზღაურება – €1060,77, ან საათობრივი, მაქსიმუმ 40 საათი კვირაში, ანაზღაურება საათში – €7,42.
LIVELLO CS (C SUPER):
CS კატეგორია ეხება ოჯახში დასაქმებულ იმ პირებს, ვის ვალდებულებაშიც შედის არაქმედუნარიანი, ანუ NON AUTOSUFFICENTE პირის მოვლა. ასევე მათი საცხოვრებელი სახლის სისუფთავე, ყოველდღიური საჭიროებების და კვების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება შეიძლება იყოს 54 სამუშაო საათი კვირაში (თანაცხოვრებით), ანაზღაურება – €1127,04. იმ შემთხვევაში, თუ მოხუცს ესაჭიროება ღამის საათებში გარკვეული სახის დახმარების გაწევა, ხელფასი განსხვავებულია – €1296,09. საათობრივი, მაქსიმუმ 40 საათიანი კონტაქტის შემთხვევაში, ანაზღაურება საათში – €7.83.
LIVELLO D
D ტიპის კონტრაქტი მიეკუთვნება მაღალი კატეგორიის ხელშეკრულებას. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახის დამხმარე, საქმეების მმართველად დასაქმებული პირი, რომელსაც აქვს საკმარისი პროფესიული გამოცდილება და ვალდებულია შეასრულოს ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობა. ამ შემთხვვაშიც ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც 54 საათი კვირაში (თანაცხოვრებით) – €1325,92, ასევე საათობრიბარ, მაქსიმუმ 40 საათი კვირაში. ანაზღაურება საათში – €9.03.
LIVELLO DS (D SUPER):
DS კატეგორიის ხელშეკრულება ითვლება მაღალ კატეგორიად, ოჯახში მომვლელად დასაქმებული არაქმედუნარიანი პირისთვის – BADANTE PER LE PERSONE NON AUTOSUFFICENTI. მოვალეობების შესრულება მოითხოვება პროფესიონალურ დონეზე. ასევე შეიძლება პირს მოეთხოვებოდეს შესაბამისი კურსის სერტიფიკატი. მოვალეობაში შედის როგორც მოხუცის მენტალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა, ასევე სარეაბილიტაციო ვარჯიშები. ამ ბოლო შემთხვევაშიც შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც 54 საათი კვირაში (თანაცხოვრებით) – €1391, ასევე საათობრივს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოხუცს ესაჭიროება ღამის საათებში გარკვეული სახის დახმარების გაწევა, ხელფასი განსხვავებულია – €1601,09. საათობრივი ანაზღაურების შემთხვევაში, საათი – €9.41.
A/AS და B/BS კატეგორიის შრომითი ხელშეკრულებების პირობები ნახეთ ბმულზე!
სახელფასო ანაზღაურების სრული ცხრილი ნახეთ ბმულზე!
იტალია – როგორ დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს და როგორ დავნიშნოთ ვიზიტი?!