მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ძალიან დიდი ენერგეტიკული მუხტი წამოვა მთელ კოსმიურ გარემოში, რასაც, ბუნებრივია, ჩვენც ვიგრძნობთ. აი, თუ რა ხდება ამაზე დეტალურად გესაუბრებით ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე საუბრობს:
“2024 წლის 8 აგვისტოს ნუმეროლოგიურად სამი რვიანი იყრის თავს, ანუ 2+2+4 =8. რიცხვი 8 და თვე 8. ჯამში = 888.
ყოველი წლის 26 ივლისიდან, დაახლოებით 12 აგვისტომდე იხსნება მზიური პორტალი, რადგან მზე, აქ, მოძრაობს თავისივე მართვის ნიშანში, ანუ ლომის თანავარსკვავედში და პიკს აღწევს პორტალური ენერგია 8 აგვისტოს. ამ წლის 8 რიცხვში კი, რადგან სამი რვიანი იყრის თავს, განსაკუთრებულად საკრალურ სცენარს ემსგავსება ეს ყველაფერი.
8 და რვა რიცხვში დაბადებულები, საინტერესო ხალხია. 8 ესაა ორი სამყაროს შეერთება. აღნიშნული ციფრი გამოირჩევა კარგი ლავირების უნარით. აერთიანებს ერთმანეთთან სულიერ და მატერიალურ ინტერესებს. ორი ქვეყნის ზეციური და მიწიერი ძალაა მასში მოთავსებული. ხელს უწყობს ტრანსფორმაციებს და იდეების გავრცელებას. ეს მეტად ორიგინალი და რეფორმული ვიბრირებაა. 8 შეკრული ციფრია, ანუ წერილობით ღია არაა, როგორც სხვა ციფრები. განეკუთვნება სტაბილურობის ხაზს.
ამ დღეს მზე შეუერთდება სირიუსის ვარსკვლავს და ამძაფრებს სიტუაციას:
რაც შეეხება ყველასათვის საყვარელ და ნაცნობ სირიუსის ვარსკვლავს: ამ ვარსკვლავის დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ესაა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელსაც აქვს ძლიერი ენერგია და ეწოდება ,,მცხუნვარე”.
სირიუსი აღნიშნავს უზარმაზარ შემოქმედებით ნიჭს და უნარებს. იძლევა პატივს, პოპულარობას, ენთუზიაზმს, ერთგულებას, ვნებას, შეუძლია რომ ადგლობრივები მისი მფარველები და კურატორებიც კი გახდნენ.
უარყოფითად განვითარებისას ეს ადამიანში ან ადამიანებში იძლევა ფსიქოზურ, ჭირვეულ პიროვნებას, რომელიც საშიშია საკუთარი თავისთვისაც კი. შეუძლია ყველაფრის დაწვა და განადგურება.
ძველი ბერძნებისთვის მისი გამოჩენა ცხელი დღეების მოახლოების ნიშანი იყო. ძველი სპარსული წყაროების თანახმად კი სირიუსი აღმოსავლეთის მეთაურადაა ცნობილი.
სირიუსი (ინგლისური “სერ” მომდინარეობს ამ სიტყვიდან) ,,ვერგილიუსი’’ კი ამბობს, რომ სირიუსი “მავნე სიცხეებით აზიანებს ცას”.
ესოდენ, 2024 წლის 8 აგვისტოს, ადამიანები, რაც მეტად მშვიდად იქნებით, ესაუბრებით შემოქმედს, ილოცებთ, ეცდებით რომ გარშემო მეტად გაახაროთ ერთმანეთი, ბუნებრივია, უმჯობესი იქნება. თან ახალი მთვარის ფაზაა და რაციონალური სურვილი გქონდეთ შემოქმედისადმი, გულით ნათხოვნი ასრულდება კიდეც.
იყავით ამ დღეს და 12 რიცხვამდე მაინც ბუნებით ფხიზლები და ლიდერები. ბრძოლისუნარიანები და ეცადეთ გამოავლინოთ მეტი სიყოჩაღე საქმეებში, თუ მოგეცათ შანსი წინსვლისა, დაფიქრებად ღირს და ნუ გადადებთ ან სიტყვიერად შეთანხმდით და უკეთეს რიცხვში დაიწყეთ.
სხვა მხრივ: თუ ამ დღეს ან ამ ხანებში დაიწყო დიდი გაუგებრობები, ომები და და ა.შ. ეს მალე არ მორჩება. ყოველთვის გააჩნია იმას, თუ ასეთ პოზიტიურ დროს და შესაძლებლობებს საით მიმართავს კაცობრიობა. მე იმედი მაქვს რომ ინდივიდუალურად მაინც, თქვენც პოზიტივისკენ მიმართავთ ამ ყოველივეს.
გისურვებთ მშვიდობიან და სიკეთით სავსე დღეს!”- წერს გიორგი ლობჯანიძე.