15 წლის გიორგი ჯანელიძემ ლევანტესთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და U18-ში ითამაშებს.
სოციალურ ქსელში, გიორგი მამარდაშვილი ახალგაზრდა ტალანტის გამომწერია. როგორც შევიტყვე, გიორგი ვალენსიაში, სწორედ მამარდას გვერდით სახლში ცხოვრობს და მსოფლიო დონის მეკარისგან, რომელიც მისი ოჯახის ახლობელია, რჩევა – დარიგებებს ყოველდღიურად მოისმენს.
გიორგი, უახლეს მომავალში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს ქართველ ნახევარმცველსაც შეხვდება. ქოჩორამ წინ გადადგმული ნაბიჯი შორიდან უკვე მიულოცა და უკეთ გაცნობის მიზნით მასთან, სახლში, ვახშამზე მიიპატიჟა.
ლევანტეში სინჯებამდე, გიორგი დინამო თბილისის აკადემიაში 6 წელი ირიცხებოდა და ამიტომ, ამ გუნდის მიერ, მის აღზრდაში გაწეული შრომისთვის, ძალიან მადლიერია.
1,88 მეტრი სიმაღლის ფეხბურთელი მარცხენა მცველისა და მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. სულ ცოტა ხნის წინ კი საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შეკრებაზეც იმყოფებოდა.
27 ნოემბერს, გიორგი 16 წლის გახდება.
წყარო: 90 წუთი/90 min