საქართველოს პორტუგალიასთან ტრიუმფის მეორე დღეს, გერმანიაში, ხვიჩა კვარაცხიასთან და მის აგენტთან შესახვედრად, სასწრაფო წესით გაემგზავრა “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. დიუსელდორფში მას კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანაც ახლდა. დეტალების შესახებ იტალიური “კორიერე დელო სპორტი” წერს.
საუბარი კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” “ნაპოლის” კვარაცხელიაში 110 მილიონს სთავაზობს, ხოლო ფეხბურთელს წლიურად – 11 მილიონს, დე ლაურენტისი ქართველი თავდამსხმელის დათმობას არ აპირებს, თუნდაც იმიტომ, რომ “ნაპოლის” ახალი მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სამწლიან კონტრაქტს ხელი იმ პირობით მოაწერა, რომ კლუბში ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია დარჩებოდნენ.
დე ლაურენტისის ახალი პირობა, წელიწადში 5 მილიონია, ქართული მხარე 7 მილიონს ითხოვს. კვარაცხელია ესპანეთთან მატჩამდე გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს.