პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა რობერტო მარტინესმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გამოჰყო.
„თუ გააანალიზებთ, შეგიძლიათ ისაუბროთ მათ მეკარეზე, რომელმაც შესანიშნავი თამაში აჩვენა და კვარაცხელიაზე, რომელიც ევროპის საუკეთესო დრიბლიორთა ხუთეულშია. ერთადერთი სიურპრიზი ის იყო, რომ მათ შეძლეს 90 წუთის განმავლობაში ინტენსივობისა და რწმენის შენარჩუნება, რადგან მხოლოდ ბოლო ათ წუთში გვქონდა რეალური შანსები. მათმა მწვრთნელმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა“, – ციტირებს მარტინესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი – „ეს დამარცხებაა. დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ და ადრე გავუშვით, რაც საქართველოს სჭირდებოდა. სიცხადე გვაკლდა ბოლო პასზე და კარის წინ, ხოლო მათმა მეკარემ საოცარი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რამაც საქართველო კიდევ უფრო დაარწმუნა საკუთარ ძალებში, რომ გამარჯვებას იმსახურებდა. ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ უიღბლონი ვიყავით. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საქმე ტაქტიკას ან ფეხბურთელებს ეხებოდა, ვფიქრობ, ეს იყო სიმძლავრე და ინტენსივობა, რომელიც აჩვენა საქართველომ“.