““ახალგაზრდული ბანაკი” შაორის ტბის მიმდებარედ, საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცების მიზნით” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელებს მიმართავს:
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება “ახალგაზრდული ბანაკი” შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას საზაფხულო ბანაკში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ14-დან 18 წლამდე ასაკის 96 მოზარდს. საზაფხულობანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე.პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
წელს ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება მხოლოდ ერთ ნაკადად – თარიღი: 21-25 ივლისი, 2024 წ., ადგილმდებარეობა: შაორი.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საზაფხულო ბანაკშიმონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საზღვარგარეთდიპლომატიური წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან კოორდინაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ა. წ. 12 ივლისამდე მიაწოდოთ საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველთა სია დანართი 2-ის შესაბამისად. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი. საბოლოოდ, ბანაკში მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს. აქვე გაცნობებთ, რომ მსურველმა უნდა წარმოადგინოს: მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და 1 ფოტოსურათი; ასევე, სასურველია მონაწილემ წარმოადგინოს სამოგზაურო დაზღვევა.
ინფორმაცია ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელს, ანა ბაქრაძეს; ტელ.: +995 32 294 50 00 (3109); მობ.: +995 551 855 755 (WhatsApp); თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ალიონა ჩხოტუას; ტელ.: +995 32 294 50 00 (3103); მობ.: +995 599 164 190 (WhatsApp),” – წერია განცხადებაში.
წყარო: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი/საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო