ნაპოლის ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა, იტალიურ გამოცემა Corriere Dello Sport-თან, ხვიჩა კვარაცხელიათი საუდის არაბეთის დაინტერესება უარჰყო, მაგრამ ფრანგული კლუბის პარი სენ-ჟერმენის მიერ ქართველით დაინტერესება დაადასტურა.
მამუკა ჯუღელი: “პარი სენ-ჟერმენი სეიროზულად არის დაინტერესებული, შემოთავაზებაც მივიღეთ. ახლა ყველაფერი ნაპოლიზე და აურელიო დე ლაურენტისზეა დამოკიდებული”.
საუბარია 100 მილიონ ევროზე, თანხაზე, რომელიც პარი სენ-ჟერმენი მზადაა ნაპოლის კვარაცხელიაში გადაუხადოს. ნეაპოლში შეშფოთებულები არიან, რადგან ოსიმენის წასვლის შემდეგ, გუნდის მთავარი საყრდენი კვარაცხელია უნდა გახდეს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ნაპოლის სავარაუდო მწვრთნელის, ანოტნიო კონტეს, რომელთანაც დე ლაურენტისს საბოლოო მოლაპარაკებები აქვს, მთავარი მოთხოვნა, კვარაცხელიას შენარჩუნებაა.
ამჯერად, საკითხის გადაჭრა, მართლაც ნაპოლის პრეზიდენტზეა დამოკიდებული.