“ნაპოლიმ” სეზონის ბოლო მატჩი, მე-13 ადგილზე მყოფ “ლეჩესთან”, ფრედ დაასრულა და 10-ე ადგილზე გავიდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ 14 წლის შემდეგ, ევროპა ლიგის მიღმაც დარჩა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, სეზონის ბოლო მატჩი, ზუსტად ისეთი იყო, როგორც მთელი სეზონი “ნაპოლისთვის”. უღიმღამო, კონკრეტული მოთამაშეების მეორე ტაიმში პერიოდული გამონათებით, რაც საერთო ამინდს ვერაფრით ცვლიდა.
როგორ მოხდა ისე, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ასეთი დაღმასვლა განიცადა?! საკითხი კომპლექსურია, დაცვის ხაზის დასუსტებიღ დაწყებული, ხელძღვანელონით გაგრძელებული და მწვრთნელის პრობლემით დასრულებული.
როგორც თავად ნეაპოლელები ამბობენ, ეს სეზონი უნდა დაივიწყონ და ახალ სეზონზე კონცენტრირდნენ. იმედია ტერმინი დავიწყება ამ შემთხვევაში რიტორიკულია,
რადგან ეს სეზონი მაგალითი უნდა გახდეს კლუბისთვის და ყოველთვის უნდა გაიხსენონ, რომ იგივე შეცდომები არ დაუშვან.
ახალ სეზონს “ნაპოლი”, ახალი მწვრთნელით შეხვდება. ბოლო პერიოდში, არაერთი სახელი გაჟღერდა, თუმცა, ბოლო საათებში,
ნეაპოლელებისთვის საოცნებო ანტონიო კონტეს სახელი გამოიკვეთა. აურელიო დე ლაურენიტისის, თანხმობაც თითქმის გადაწყვეტილია.
შეთანხმების შემთხვევაში, ნაპოლი კონტეს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, წელიწადში 8 მილიონიანი ანაზღაურებით.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მიუხედავად ნაპოლის ასეთი წარუმატებელი სეზონისა, მისი პერსონალური შედეგები, წელსაც შთამბეჭდავია. ბოლო რამდენიმე თვეა, საუბრობენ მისი სხვა ევროპულ კლუბში გადასვლის ალბათობაზე, თუმცა, ამ დრომდე კონკრეტული არაფერია.