უცხო ქვეყანაში, მით უმეტეს კი ისეთ ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, სადაც ხელოვნება უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და სადაც თითქოს უკვე ყველაფერი დაიხატა, გამოიძერწა, შეიქმნა, ძალიან რთულია ხელოვანმა თავი დაიმკვიდრო და საზოგადოება გააოცო შენი შემოქმედებით. მითუმეტეს, თუ ეს ყველაფერი ემიგრაციული რთული ცხოვრებისა და გრაფიკის ფონზე გიწევს. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას ახერხებენ და სწორედ ასეთია ქართველი ემიგრანტი მზია მაკალათია.
ფლორენციაში, დანტე ალეგიერის სახლ-მუზეუმთან არსებულ გალერეაში “Circolo degli artisti – Casa di Dante“, 4-16 მაისს, ხელოვანთა გამოფენა “კოსმოგონია“, გაიმართა, რომელშიც ქართველი ემიგრანტი მზია მაკალათია იტალიელ ხელოვანებთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენაში ქართველ ემიგრანტ ხელოვანთან ერთად მონაწილეობდნენ: ჯამპაოლო ბელტრამე, ანა კეჩეტი, ანტონიო ჩიკონე, ანჯელა კრუჩიტი, დებორა ფერუცი კარუზო, ანამარია მარემი, სუზი ლა როზა, ანდრეა ორტუნო. ეს მზიასთვის მეორე ჯგუფური გამოფენაა.
მზია მაკალათია: “გამოფენამ მოლოდინს გადააჭარბა, ჩემი ღელვა სიხარულმა გაფანტა. თითოეულ მონაწილეს სიტყვით გამოსვლის საშუალებაგვქონდა. გავაცანით თავი და ჩვენი ნამუშევარი ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას. მე გახლდით ერთადერთი ქართველი ხელოვანი იტალიელებს შორის. წარმოდგენილი მქონდა ხელით ქარგული “მთავარანგელოზი მიქაელი მზითა და მთვარით”, რომელსაც ახლავს შესაბამისი ასომთავრული წარწერა. ნამუშევარი დიდია და შესაბამისად, ხელით ქარგვა ხანგძლივ დროს მოითხოვს, ამიტომ მხოლოდ ერთინამუშევრით წარვსდექი. ყველა აღნიშნავდა მის გამორჩეულებას, გალერიის პრეზიდენტმა ფრანკო მარგარიმ დასძინა – ერთი რა მშვენიერია დარამდენიმე რომ იყოს, რა ეფექტს მოახდენდაო.
მინდა დაგიტოვოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილიაII-ის სიტყვები: “…თითო თქვენი ხელის დადება ქსოვილზე, ბრილიანტის დამარგალიტის დადების ტოლფასია – აბა ამას მანქანა გააკეთებს?!”
ცნობისათვის: მზია მაკალათია დაიბადა თბილისში, 1979 წლის 1-ელ ივლისს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქალაქ თბილისის სასულიერო აკადემია სემინარიაში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. მოგვიანებით არტთერაპიით დაინტერესდა და ერთწლიანი სასერთიფიკატოკურსი გაიარა.
მისი ამჟამინდელი საქმიანობა გახლავთ “ქარგვა“. ბავშვობაში დედისგან ნასწავლი ქარგვის ანაბანა დავიწყებას მიეცა, სასულიერო სემინარიაში, ქარგვის ლექციებმა განუახლეს დავიწყებული ცოდნა, მაგრამ არც მაშინუფიქრია, რომ ეს საქმიანობა ასე გაიტაცებდა და მისი ცხოვრების წესად იქცეოდა. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, მიხვდა, თუ როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ანგელოზების შექმნა, რომელიც მის არტთერაპიად იქცა. ანგელოზების დამზადება 2017 წლის შობას დაიწყო, რაც ტრადიციად დაინერგა ყოველდღიურობაში. იტალიაში ჩამოსვლა განაპირობა მისმა პროფესიამ, 2022 წლიდან ფლორენციაში, სამჯერ ჰქონდა საშუალება მზის სინათლე ეხილათ მის ნაქარგებს.