კიდევ ერთი ფრე საკუთარ მოედანზე და მერვე ადგილი სერია ა-ს კლასიფიკაში. ნაპოლი-ფროზინონეს 14 მარტის შეხვედრა მარადონას სახელობის სტადიონზე, სეზონის 32-ე ტურში, 2-2 დასრულდა.
ანგარიში, რომელსაც მიუხედავად ნაპოლიში არსებული სირთულეებისა და პრობლემებისა, მაინც არავინ მოელოდა, რადგან ფროზინონე, მე-18 ადგილით სერია ა-ში, არ არის ის მეტოქე, რომელთანაც ნაპოლის ორი გოლი უნდა გაეშვა და მიუხედავად მერეტის მიერ აღებული პენალტისა, ნაპოლიმ ვერ შეძლო მატჩის გადარჩენა. ERMES TV-ი აქტიურად ესწრება ნაპოლის და ზოგადად იტალიის ჩემპიონატის მატჩებს, როგორც აკრედიტირებული მედია და პირველ პირში გიამბობთ, განვითარებული მოვლენების შესახებ.
მასპინძლებმა შეტევით დაიწყეს და ანგარიშიც ნაპოლიმ გახსნა, პოლიტანოს გოლით (16’), თუმცა მეორე ტაიმში ჩედირას (50’) გოლით, ანგარიში გათანაბრდა, რასაც მალევე კვლავ ნაპოლის დაწინაურება მოჰყვა ოსიმენის (63’) გოლით, რომელიც კვარაცხელიას შესანიშნავი ასისტის დაგვირგვინება გახლდათ. ჩედირას მეორე გოლმა (73’) მატჩის ბედი, ფრე გადაწყვიტა. რომ არა მარიო რუის თავგანწირვა დამატებითი დროის ბოლო წუთზე, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და მინდვრის დატოვება მოუწია, შესაძლოა სტუმართა ბოლო შეტევა, ნაპოლისთვის სავალალოდ დასრულებულიყო. აღსანიშნავია, რომ ჩედირა, რომელმაც მატჩში დუბლი შეასრულა, ნაპოლის საკუთრებაშია და ფროზინონეშია იჯარით თამაშობს.
იმედი გვქონდა, რომ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, ფროზინონეში მოთამაშე გიორგი კვერნაძესაც ვნახავდით, რომელიც გამოძახებული იყო, მაგრამ აღნიშნულ შეხევდრაში როგორც კალცონას, ასევე დი ფრანჩესკოს მხრიდან, მინიმალური ცვლილებები განხორციელდა. შესაბამისად, იტალიურ ჩემპიონატში მოთამაშე ორი ქართველის დაპირისპირება ვერ ვიხილეთ.
სამი ფრე, ერთი წაგება და მხოლოდ ერთი მოგება, ეს არის ნაპოლის ბოლო ხუთი შეხვედრის შედეგი.
ნაპოლი მომდევნო შეხევდრას 20 აპრილს, ემპოლისთან გამართავს, ხოლო ფროზინონე 21 აპრილს ტორინოს შეხვდება.
ERMES TV-ი სპეციალურად ნეაპოლიდან