იტალიელმა, ნეაპოლელმა 66 წლის ქალბატონმა პატრიცია მილანიმ, რომელიც “ნაპოლის” ერთგული გულშემატკივარია და ძალიან უყვარს ხვიჩა კვარაცხელია, იმ დიდი მეგობრობის გამო რომელიც ქართველებსა და ნეაპოლელებს შორის ჩამოყალიბდა და საკუთარი განწყობის გამოსახატად, საკუთარი სახელის ტატუს “პატრიცია” გაკეთება, ქართულ ენაზე გადაწყვიტა. როდესაც კონკრეტული მიზეზი ვიკითხეთ, მისმა ქალიშვილმა ანტონიეტა სალომონემ ასეთი პასუხი გაგვცა: “ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, მაგრამ სილამაზე ისაა, რაც რჩება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჩვენგან სრულიად განსხვავებული კულტურის აღმოჩენა”.