საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით აცხადებს კალიგრაფიის კონკურსს, რომლის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ასევე, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსანტს შეუძლია აირჩიოს ერთი კომპონენტი ან სურვილის შემთხვევაში შეუძლია აირჩიოს ერთ, ორი ან სამივე კომპონენტი (იხილეთ დანართი):
- მხატვრული ესსე თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპული საქართველო“
- კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი
- ნახატი თემაზე: „გამარჯვებებით ევროპისკენ!“
კონკურსანტებმა, ამ სამი კატეგორიიდან შერჩეული და შესრულებული ნამუშევრების სკანირებული ასლები, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით, უნდა გაგზავნონ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
წარდგენილ ნამუშევარს უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ქვეყანა, ქალაქი, ასაკი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი). საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის, დამატებით: საკვირაო სკოლის დასახელება, პედაგოგის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ა.წ. 27 მაისს, ქ. თბილისში ჩატარდება.
დამატებითი კითხვებისთვის: [email protected]
იხილეთ კონკურსის დეტალები:
საკონკურსო დავალება #1 – მხატვრული ესსე თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპული
საქართველო“
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე, სასურველია
ჩვენმა მოზარდმა თანამემამულეებმა გააცნობიერონ საქართველოს ევროპული
პერსპექტივები და სწორედ ამ ჭრილში იქნას წარმოდგენილი მხატვრული ესსეს
შინაარსობრივი მხარე, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს ევროპულ ოჯახში
გაწევრიანების ისტორიულ პროცესებთან, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ
წარმატებებთან.
საკონკურსო დავალება 2 – კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი.
ამ დავალების შესასრულებლად შერჩეულია ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის,
ილია ჭავჭავაძის გამონათქვამები საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ.
კონკურსანტს შეუძლია ქვემოთ მოცემული ორი ტექსტიდან ერთ-ერთის შერჩევა და მისი
კალიგრაფიულად გადაწერა. დავალების ამ ნაწილში სასურველია კონკურსანტებმა გამოავლინონ
ინდივიდუალიზმი, საკუთარი ხედვა, სტილი და ფანტაზია. დავალების ამ ნაწილის შეფასებისას
გადამწყვეტია კალიგრაფიული ოსტატობა და ნაწერის ფურცელზე სწორი განაწილება.
კალიგრაფიულად შესასრულებელი მცირე ზომის ტექსტების ნიმუშები:
- „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა
იყოს მისი თოფ-იარაღი…” - “ისტორია და წარმატება – მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისათვის მებრძოლის
კუთვნილია“.
საკონკურსო დავალება 3 – ნახატი თემაზე: „გამარჯვებებით ევროპისკენ!“
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნახატი, სადაც მხატვრულად იქნება
გადმოცემული საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე.
თემატიკა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ სფეროს – პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, სპორტს
(მაგ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რამაც გზა გაუხსნა გუნდს
ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ), ყველა იმ მოვლენას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ
პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის
მოსაპოვებლად და შექმნა საფუძველი საბოლოო მიზნის მისაღწევად – საქართველოს ევროპულ
ოჯახში დასამკვიდრებლად.