სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ძველი ტიპის პირადობის მოწმობების შეცვლა და აქცია.
კერძოდ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ძველი ტიპის პირადობის მოწმობები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გამოცხადდა აქცია, რომლის თანახმად, პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის და ფოტოსურათის გადაღებისათვის, ასევე, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურისგან თავისუფლდება პირი, რომელიც ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის არაელექტრონულ მოწმობას, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2024 წლის 1 ივლისის შემდეგ ან გაცემული იყო უვადოდ.
გთხოვთ, პირადობის მოწმობის შესაცვლელად, წინასწარ დაჯავშნოთ საკონსულოში ვიზიტი ვებ-გვერდზე:
აქცია არ ვრცელდება, თუ პირის მიმართ 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის არაელექტრონული მოწმობა უკვე გაუქმებულია ან მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუქმდებოდა 2024 წლის 1 ივლისამდე;
აქცია ასევე არ შეეხება პირებს, რომელიც აკმაყოფილებს აქციის პირობებს, თუმცა 2024 წლის 15 მარტამდე წარმოადგინეს განცხადება პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მოთხოვნით.