იტალიაში, კალაბრიის რეგიონში 23 წლის ქართველი გიორგი ჯანელიძე გარდაიცვალა. ის მეგობრებთან ერთად, გორიო დი როგუდიში ექსკურსიაზე იმყოფებოდა, როდესაც ტრაგედია დატრიალდა.
ახალგაზრდა ფიტნესით იყო გატაცებული და ასევე “ტიკტოკერი” გახლდათ. მას ფეხი კლდეზე სწორედ მაშინ დაუცურდა, როდესაც სოციალური ქსელებისთვის ფოტოს იღებდა.
ადგილზე სასწრაფო წესით სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოცხადდა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. გიორგის დასახმარებლად ჩასულ მაშველებს ამოსვლა ისე გაუჭირდათ, რომ დამატებით სამაშველო ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. ტრაგედია 12 მარტს მოხდა.