იტალიაში, ქალაქ რომში, ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი სოფიო ბიწაძეს მძიმე მდგომარეობით რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც პოსტის ავტორი, გოგონას ფოტოს აზიარებს და რომში მცხოვრებ ქართველებს დახმარებისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც ირკვევა, დაშავებულ გოგონას იტალიაში ოჯახის წევრები არ ჰყავს. ასევე ირკვევა, რომ სოფიო ბიწაძე ქალაქ ფლორენციაში ცხოვრობდა, მას ფლორენციის ქართული დიასპორა კარგად იცნობს და საოცრად კარგად ახასიათებს.
ErmesTV-მ ინფორმაცია გადაამოწმა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი სოფიო ბიწაძე, რომის Gemelli-ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. ოჯახი და საქართველოს კონსული იტალიაში, საქმის კურსშია.