იტალიის ქალაქ სალერნოში, ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია საქართველოს მოქალაქე, 49 წლის პ.შ.
თვითმხილველების განცხადებით, 2 მარტს, საღამოს საათებში, ორ პირს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. შემთხვევა ავტობუსის გაჩერებაზე, გამვლელების თვალწინ მოხდა.
დაკავებულია ასევე საქართველოს მოქალაქე ო.ჭ. რომელმაც ჩხუბში მონაწილეობის ფაქტი აღიარა.