28 თებერვალს, ოთხშაბათს იტალიის გარკვეულ რეგიონში, უამინდობის გამო განგაშია გამოცხადებული მათ შორის წითელი ფერის. მოსალოდნელია წყალდიდობა და არის მეწყერის საშიშროება. განსაკუთრებული სიფრთხილისა და გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ ვენეტოს რეგიონის მოსახლეობას. ვენეციაში წყლის დონე კვლავ დასაშვებ ზღვარს სცილდება.
მთელი ღამის განმავლობაში, მილანი-ვენეციის სარკინიგზო ხაზის ვიჩენცა-პადოვას მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა, შეჩერებული იყო. უსაფროების მიზნით, დროებით დაიკეტა ნავიჩელოს ხიდი მოდენაში. ტრენტინოში ღამით დაიკეტა პასო როლე-ფედაიას გზის მონაკვეთი. ზვავსაშიშროებაა ალპებში.
განგაში (ნარინჯისფერი) გამოცხადებულია ასევე ემილია-რომანიას რეგიონში. ხოლო ყვითელი, შედარებით მსუბუქი სიმძიმის განგაში გამოცხადებულია თითქმის მთელი იტალიის ტერიტორიაზე.